დასასვენებელი კომპლექსი "ვაიო რეზორტი", რომელიც აჭარის მთიან რეგიონში მდებარეობს, იდეალურ გარემოს სთავაზობს მათ, ვისაც მშვიდი და გამაცოცხლებელი დასვენება სურს. ჩვენი ოჯახური იდეის კონცეფცია დაიწყო COVID პანდემიის დროს, მაშინ, როცა ადამიანი ყველაზე მეტად დაუახლოვდა ბუნებას. 2022 წლიდან "ვაიო რეზორტი" სტუმრებს მთელი მსოფლიოდან სთავაზობს: განთავსებას ეკო-მეგობრულ კოტეჯებში, ქართული ავთენტური რესტორნის სერვისს, უნიკალურ გამოცდილებას ქართული ღვინის მოყვარულებს, მასტერკლასებს, ბაგი მანქანების მომსახურებას პანორამული ხედებით, ფუტკრის მტვრის თერაპიის ოთახს, ღონისძიების/კონფერენციის მომსახურებას.
ბუნებრივი გარემო ჰარმონიულად ერწყმის მყუდრო ინტერიერს და განსაცვიფრებელი ხედები თვალწარმტაცი პეიზაჟებით კიდევ მეტად გაძლევთ რელაქსაციის საშუალებას. სტუმრებს შეუძლიათ კულინარიული გამოცდილების მიღება მასტერკლასების საშუალებით. "ვაიო რეზორტში" დაგხვდებათ გარე აუზი და ფინური საუნა რომელიც თავს გაგრძნობინებთ ერთგვარ ოაზისში. მთაში გამოკვეთილი მარანი ადგილობრივად წარმოებული ღვინოების შთამბეჭდავ არჩევანს გადაშლის ვიზიტორის თვალწინ. გარემოსდაცვითი ცნობიერების ხელშეწყობის თვალსაზრისით, მივყვებით ფუტკრის კულტურის განვითარებას. სტუმრებს შეუძლიათ შეესწრონ "თაფლის ხილვის" გასაოცარ პროცესს და ასევე სასუნთქი სისტემა გაიუმჯობესონ ჯადოსნური მტვერის ჩასუნთქვისას.
"ვაიო რეზორტი" მიმდებარე ტერიტორიის შესასწავლად გთავაზობთ კვადრო ტურს, როგორც უნიკალურ საშუალებას, ჩაიძიროთ აჭარის თვალწარმტაც სილამაზეში.